არაჟანი (რაც უფრო მაღალპროცენტიანი იქნება, მით უკეთესი) გათქვიფეთ შედედებულ რძესთან ერთად. მარწყვი ან სხვა ნებისმიერი ხილი დაჭერით კუბებად (500-800გ, თქვენი გემოვნებით). ფორმის (ჩვენთან 24 სმ დიამეტრის) ძირი დაფარეთ კრემით, ორცხობილებიც ამოავლეთ კრემში და ისე გადაანაწილეთ კრემზე. შემდეგ ხილი გადაანაწილეთ, შემდეგ - ისევ კრემში ამოვლებული ორცხობილა და ა.შ. ნაღები გათქვიფეთ, ცოტათი რომ გასქელდება, შაქრის ფხვნილი დაუმატეთ (2-3 სკ) და გააგრძელეთ თქვეფა. რომ გასქელდება, მზად არის. გადაანაწილეთ ნაღების კრემი ტორტის თავსა და გვერდებზე. მორთეთ ხილითა და შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!