თბილ რძეში გახსენით საფუარი და 1 სკ შაქარი, დაუმატეთ ნახევარი ფქვილიც და კარგად ამოურიეთ. თავზე დააფარეთ ჩაის ტილო ან სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ თბილ ადგილას. სანამ ცომი კარგად ამოვა, დანარჩენი შაქარი, მარილი, ვანილი და კვერცხი გათქვიფეთ. 20-30 წუთის შემდეგ ამოსული ცომი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს და მოზილეთ ცომი. ეტაპობრივად დაუმატეთ დარჩენილი ფქვილის ნახევარი. ბოლოს დაუმატეთ დარბილებული კარაქი. კონსისტენციის მიხედვით დაუმატეთ დარჩენილი ფქვილიც. დატოვეთ ცომი თბილ ადგილას 1 საათით. შოკოლადის შიგთავსი: შოკოლადს დაასხით ცხელი ნაღები და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. ცომი გააბრტყელეთ და ამოჭერით წრეები (7-8 დიამეტრის, მაგალითად). შეწვით ფუნჩულები ცხელ ზეთში ორივე მხრიდან. გაგრილებულ ფუნჩულებში საკონდიტრო ცელოფანით შეიყვანეთ კრემი (ან შუაზე გაჭერით და ისე მოათავსეთ). გემრიელად მიირთვით!