კომბოსტო დაჭერით, მოაყარეთ 1 სკ მარილი და 15 წუთით დააყოვნეთ. ხახვი დაჭერით, მოაყარეთ 1 ჩკ მარილი და დატოვეთ 15 წუთით. კიტრი გახეხეთ და ხელით გაწურეთ. გახეხეთ სტაფილოც. ხახვი ხელით გაწურეთ და კიტრსა და სტაფილოს შეურიეთ. კომბოსტო ხელით გაწურეთ და წყალი გადაავლეთ. კვლავ გაწურეთ და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. ბოლოს დაუმატეთ სიმინდის მარცვლები (ცოცხალი ან კონსერვის) და შეაზავეთ მაიონეზით ან არაჟნით. გემრიელად მიირთვით!