ფქვილი გავცერი, დავუმატე საფუარი, მარილი, შაქარი და მოვზილე თბილი რძით კარგად შეკრული ცომი. დავდგი სითბოში ცხიმიან ჯამზე ასაფუებლად. უკვე მზა ცომი გავიყვანე ხელით ფქვილმოყრილ ფორმაზე, წავუსვი ტკბილი აჯიკა, მოვაწყვე დაჭრილი ან დაქუცმაცებული ხორცი,3 ცალი მოხარშული კვერცხი, სულგუნის თხელი ნაჭრები, ორეგანო, შავი წიწაკა და მწვანე ხახვი. გამოვაცხვე დაბალ ტემპერატურაზე.