ნაღების მესამედი გააცხელეთ და დაასხით შოკოლადს. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დანარჩენი ნაღები მიქსერით გათქვიფეთ, რომ შესქელდება, დაუმატეთ შედედებული რძე. ბოლოს დაუმატეთ შოკოლადისა და ნაღების მასა და კარგად გათქვიფეთ. თუ უფრო მუქი ფერის ნაყინი გსურთ, დაუმატეთ 3 ჩკ კაკაო. შედეთ ნაყინი საყინულეში 5-6 საათის განმავლობაში. კარგი იქნება, 2-3-ჯერ თუ ამოურევთ. გემრიელად მიირთვით!