თევზი გავასუფთავოთ, ამოვიყვანოთ ფილე, მოვაშოროთ ფხები ფრთხილად, რომ ფილე არ დაზიანდეს. ფორთოხლის სოუსი: 4 ცალი ფორთოხალი გავფრცქვნათ დავჭრათ და მოვათავსოც ქვაბში დაბალ ცეცხლზე, ჩავაგდოთ ბეგქონდარა, ფორთოხლის წვენი 100 მლ, გავაგრძელოთ დაბალ გაზზე დუღილი ბოლოს ჩავაგდოთ კარაქი და შესქელებამდე სოუსი არ გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ ტაფაზე ზეითუნის ზეთით დავდოთ სატაცური და ოდნავ რომ დაიბრაწება, მზად არის. მოვაყაროთ მწიკვი მარილი, წვრილად დავჭრათ ბულგარული, ავოკადო დავუმატოთ ცოტა ფორთოხლის და ლიმონის ფრეში, მარილი და ავურიოთ კარგად, რომ გემოები კარგად გაუჯდეს ერთმანეთს. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეითუნის ზეთი და კარაქი 20 გრ და თევზი შევწვათ 3-4 წთ-ში მზად არის. სერვირება:დავასხათ ფორთოხლის წვენი, დავალაგოთ შემწვარი თევზი, ზემოდანდაჭრილი ბულგარული და ავოკადო, სატაცური მივუდოთ და გავაფორმოთ რეჰანის ფოთლებით. შეწვის წინ მოვაყაროთ მარილი და პილპილი თევზს.