ქლიავის ჩირის ფხალი: ქლიავის ჩირს დავასხათ ცოტა წყალი და ვაშლის ძმარი და ავადუღოთ. წყალი რომ ამოშრება, გადმოვიტანოთ დაფაზე და გადავკეპოთ, შევაზავოთ მარილით, ნიგვზით, ცოცხალი ქინძით, ნივრით, ხმელი ქინძით და ცოტა დარიჩინით. ტკბილი კარტოფილის პიურე: მოვხარშოთ ტკბილი კარტოფილი, დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი და ნაღები, როცა მასა ერთიანი გახდება შეგვიძლია გავცრათ და მზად არის. საქონლის სუკი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ტაფა დავდგათ მაღალ ცეცხლზე და დავასხათ ცოტა ზეთი, კარგად რომ გახურდება, დავდოთ სუკი და ყველა მხრიდან მოვბრაწოთ. ტაფაში დავამატოთ კარაქი, ცოცხალი როზმარინი და 2 კბილი ნიორი. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და გავაგრძელოთ წვა 7-8 წუთის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში უნდა ვატრიალოთ სუკი და ვასხათ გამდნარი კარაქი. ღოღნაშოს რედუქცია: ღოღნაშოს წვენი ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ ძალიან ცოტა წიწაკის ფანტელი და ვადუღოთ შესქელებამდე. როდესაც სასურველზე ცოტა თხელ კონსისტენციას მივიღებთ, ცეცხლიდან გადმოვდგათ (რედუქცია ცხელ მდგომარეობაში უფრო თხელი იქნება, როცა გაცივდება გასქელდება). დავუმატოთ ცოტა დარიჩინი, ლიმონის წვენი და ცედრა.