1. პირველ რიგში, დაიწყე ცომის მომზადება. ერთმანეთს შეურიე სემოლინა და ფქვილი, გადაიტანე მაგიდაზე და შუაში გააკეთე ღრმული სადაც უნდა ჩაუშვა კვერცხი. წრიული მოძრაობებით შეურიე ერთმანეთს ფქვილი და კვერცხი და კარგად მოზილე ცომი, სანამ გლუვი არ გახდება, შეფუთე და დაასვენე 20-30 წუთით. 2. გახურებულ ტაფაზე, სწრაფად მოხალე ფისტა და გააგრილე. შემდეგ, კარგად გარეცხე და გააშრე ისპანახი და პიტნა. გახეხე პარმეზანი და გაფცქვენი ნიორი. ეს ყველაფერი ჩაუშვი ბლენდერში, ჩაასხი ოდნავ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი მწიკვი მარილი, შაქარი და წიწაკა. დაბლენდერების დროს მიახმარე ცოტა წყალი და სოუსიც დაასვენე 10 - 15 წუთით ცალკე ჯამში. 3. პესტო რომ დაისვენებს, ნადუღში თანდათან სუფრით კოვზით გადაურიე და შიგთავსი მზადაა. 4. დასვენებული პასტა რამდენჯერმე კიდევ გადაზილე და ძალიან თხელ ზომაზე გამოატარე პასტის მანქანაში ან ხელით და დაჭერი ოთხკუთხედ ფორმებად. შიგთავსი ცენტრში მოათავსე და დააწებე კუთხეები და შეკარი ტორტელინის ფორმაზე. 5. ქვაბით დაადგი წყალი ასადუღებლად და ჩაყარე მარილი. ფრეშ პასტას მოხარშვისთვის ჭირდება მაქსიმუმ 3-4 წუთი. პარალელურად ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გაადნე კარაქი მუდმივი მორევის რეჟიმში, ჩაუშვი დაღერღილი წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, გადაკეპილი ქინძი, მარილი და ლიმონის წვენი. რომ გადნება მოხსენი ცეხლიდან და ჩაასხი ჯამში. მოხარშული ტორტელინები გადაიტანე კარაქის სოუსში, ამოურიე და დაასერვირე სასურველ თეფშზე. ზემოდან მოაყარე უხეშად გადაკეპილი მოხალული ფისტა და გააფორმე ყვავილებით. გემრიელად მიირთვით!