ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი და ვანილი და შაქრის ფხვნილი. კარგად ამოურიეთ და დაუმატეთ დარბილებული კარაქი. ხელით ამოურიეთ და მასა გააფხვიერეთ. კარაქი მაქსიმალურად უნდა დაქუცმაცდეს. დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად ამოურიეთ. მოზილეთ ცომი. შემდეგ გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში. შიგთავსის ყველა ინგრედიენტი (ცილისა და შაქრის გარდა) მოათავსეთ ჯამში და გათქვიფეთ. ცილა ამოიყვანეთ შაქართან ერთად და სილიკონის ან ხის კოვზით დაუმატეთ არაჟნიან მასას. გამოსაცხობ ფორმას დაუფინეთ ქაღალდი. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და 2/3 ნაწილი მოჭერით. გადაიტანეთ ფორმაში და ხელით გაწიეთ, რომ ფორმის ძირი დაიფაროს. ცომზე მოალაგეთ სასურველი ხილი და თავზე შიგთავსი გადაანაწილეთ. შიგთავსზე გადაანაწილეთ დარჩენილი ცომი (ხელით პატარა ნაწილები მოაჭერით). გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთით. გემრიელად მიირთვით!