კვერცხს დაუმატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. გათქვიფეთ. დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კეფირი. შემდეგ შეათქვიფეთ ფქვილი, კაკაო, სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი. ცალკე ჯამში ხაჭოსთან ერთად დააბლენდერეთ შაქარი, კვერცხი, ვანილი და არაჟანი. ბოლოს დაუმატეთ სახამებელი და კარგად ამოურიეთ. გამოსაცხობ ფორმაში ჩაააფინეთ ქაღალდი და გადაანაწილეთ ორივე მასა ეტაპობრივად (პირველი ფენა კაკაოსი, მეორე - თეთრი და ა.შ.) გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 1 საათით. გემრიელად მიირთვით!