კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი და ვანილი. გათქვიფეთ. დაუმატეთ ხაჭო და დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ ზეთი და ქიშმიში, ბოლოს - ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი. ცომი გაყავით 12 ნაწილად და დაამრგვალეთ. გადაიტანეთ გამოსაცხობ ლანგარზე, თავზე გადაუსვით კვერცხის გული. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით. გემრიელად მიირთვით!