ქათმის რულეტი ლეღვით
ქათმის რულეტი ლეღვით
დრო 50წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ლეღვი არაჩვეულებრივად ეხამება ხორცს. ეს კერძი კი დაამშვენებს როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიურ მენიუს

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 2
  • ლეღვი, თეთრი ან შავი - 3-4
  • ზეითუნის ზეთი - 1 ჩ.კ.
  • ხმელი ქონდარი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

ქათმის ფილე მსუბუქად დავბეგვოთ ისე, რომ დაბრტყელდეს და მასში ლეღვის გახვევა შევძლოთ. წავუსვათ ზეიუნის ზეთი, ქონდარი, მარილი და პილპილი. დავტოვოთ 20 წუთი. 
ლეღვი დავჭრათ და დავალაგოთ ხორცზე, გადავახვიოთ რულეტივით, შევფუთოთ ფოლგაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით შევდოთ.

კერძი შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხლად, ისე ცივად. პირველ შემთხვევაში, გარნირად მოვუმზადოთ ბრინჯი, პიურე ან პასტა. მეორე შემთხვევაში , უბრალოდ თხლად დავჭრით და სუფრაზე მოვოტანთ, როგორც საუზმეულს.

ტეგები:
ქათმის ფილე ლეღვი ნანახია: 3565