დიდ ქილაში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი (ჯერ დაჭრილი ლიმონი და ფორთოხალი, შემდეგ შაქარი და ბოლოს - დანარჩენი ინგრედიენტები). ქილას თავი დაახურეთ და 10 დღის განმავლობაში შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. დილა-საღამოს კარგად შეანჯღრიეთ. 10 დღის შემდეგ გადაწურეთ, სასურველ ჭურჭელში გადაიტანეთ და მაცივარში მოათავსეთ. 1 დღის შემდეგ ლიქიორი იდეალურ გემოს მიიღებს. რძის ლიქიორი ინახება 6 თვემდე, აუცილებლად მაცივარში.