კეფირს ან მაწონს დამატეთ სოდა, ამოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთით. შემდეგ დაუმატეთ ზეთი, მარილი, შაქარი და გახეხილი ყველი. კარგად ამოურიეთ. ბოლოს ჩააცერით ფქვილი ეტაპობრივად. დაუმატეთ იმდენი, რომ ცომი შეიკრას. ცომი გაყავით ორ ნაწილად, მიეცით ძეხვის ფორმა, გაახვიეთ გამოსაცხობ ქაღალდში და მოათავსეთ საყინულეში 20-30 წუთით. დაჭერით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით. გემრიელად მიირთვით!