ყაბაყი დაჭერით, მოაყარეთ მარილი, ამოურიეთ, გადაიტანეთ საწურზე (საწური ჯამზე დადგით) და დააყოვნეთ 20-30 წუთით. დაჭრილი ყაბაყი ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ, თავზეც გადააფარეთ ხელსახოცი და მსუბუქად დააწექით, რომ ზედმეტი წყალი გამოუვიდეს. გამოსაცხობ ლანგარზე ალუმინის ქაღალდი (ფოლგა) დააფინეთ, ცხიმი წაუსვით (თუ სპრეი გაქვთ, მოასხურეთ) და ყაბაყი გადაანაწილეთ. თავზე მოაყარეთ მარილი, პილპილი, სანელებლები და გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი). გამოაცხვეთ 180-190 გრადუსზე 10-15 წუთით. გემრიელად მიირთვით!