მწვანე წიწაკა დაჭერით და ზეითუნის ზეთში მოთუშეთ. დაუმატეთ ცოტა კარაქიც უფრო ინტენსიური გემოსთვის. გახეხეთ ან ძალიან წვრილად დაჭერით კანგაცლილი პამიდორი და დაუმატეთ წიწაკას. დაახლოებით, 4-5 წუთში დაუმატეთ წითელი წიწაკის ფანტელები და ყველი. კარგად ამოურიეთ. 1 წუთის შემდეგ ჩაახალეთ 3-4 კვერცხი და ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ (კვერცხი რომ დაიშალოს და მთელ ტაფაზე გადანაწილდეს). კვერცხი რომ მომზადდება, მზად არის. გემრიელად მიირთვით!