კეფირს დაუმატეთ წყალი და ამოურიეთ. ცალკე ჯამში კვერცხს დაუმატეთ მარილი და შაქარი. ამ მასას დაუმატეთ კეფირი და კარგად გათქვიფეთ. შემდეგ ეტაპობრივად ჩააცერით ფქვილი. სქელი მასა უნდა მიიღოთ. ბოლოს დაუმატეთ სოდა და კვლავ ამოურიეთ. კარგად გახურებულ ტაფაზე ზეთი დაასხით და შეწვით ოლადები ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!