შოკოლადის კექსი ♥️
შოკოლადის კექსი ♥️
დრო 40წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 3 (ოთახის ტემპერატურის)
  • შაქარი - 1 ჩ.ჭ
  • მაწონი - 250 მ.ლ
  • არაჟანი - 1 ს.კ
  • ზეთი - 100 მლგ
  • სოდა - 1 არასავსე ჩ.კ
  • ფქვილი - 2 ჩ'ჭ
  • კაკაო - 2 ს.კ
  • დარიჩინი - 1/3 ჩ.კ (სურვილისამებრ)
  • ვანილი - 1 ჩ,კ
მომზადების წესები
კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად გათქვიფეთ, შემდეგ კი დაუმატეთ შაქარი და რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუჩერებლად თქვიფეთ მასა უნდა გახდეს ღია ფერის. შემდეგ შეათქვიფეთ მაწონი, არაჟანი და ვანილი, ბოლოს კი ზეთი. ცალკე თასში ჩაცერით ფქვილი, კაკაო, დარიჩინი და სოდა, კარგად აურიეთ. კვერცხიან მასას დავამატოთ მშრალი ინგრედიენტები და ხელის სათქვეფით კარგად შევურიოთ. ვაცობთ 160 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ 5-10 წუთი შევაგრილეთ და შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან. თუ კექსის ფორმა არ გაქვთ შეგიძლიათ გამოაცხოთ 26-28 სმ დიამეტრის ფორმაში. ამ შემთხვევაში 20 წუთი ცხობა საკმარისია. ნამცხვარი როდესაც გაცივდება სურვილისამებრ შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი ან უბრალოდ მოაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით ♥️.
ტეგები:
მკითხველის რეცეპტი ნანახია: 178