კვერცხი კარგად ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად (დაახლოებით, 2 წთ). დაუმატეთ ვანილი, ხაჭო, 300-350 გ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი, შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და დააყოვნეთ 10 წუთით. ცომი გადაზილეთ და გააბრტყელეთ (1 სმ სისქეზე), დაჭერით პატარა კუბებად და კარგად გაცხელებულ ზეთში მოხარშეთ. ოქროსფერი, მოყავისფრო რომ გახდება, მზად არის. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. სურვილისამებრ, შაქრის ფხვნილი მოაფრქვიეთ. გემრიელად მიირთვით!