ფარშის პატარა ბურთულები გააკეთეთ და ცხელ წყალში ჩაყარეთ. 5 წთ-ის შემდეგ დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი და ხახვი დაუმატეთ. ქვაბს თავსახური დახურეთ და 15 წუთი საშუალოზე დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი შამპინიონები და კვლავ 15 წთ დააყოვნეთ. ამის შემდეგ წვნიანში დაფნის ფოთოლი და მდნარი ყველი მოათავსეთ და კარგად ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ნიორი, მარილი და პილპილი. ხარშეთ კიდევ 10-15 წუთით და მზად არის. გემრიელად მიირთვით!