ყაბაყი გახეხეთ, მარილი მოაყარეთ და 15 წუთით დააყოვნეთ. შემდეგ კარგად გაწურეთ და ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ კვერცხი, დაჭრილი კამა და პილპილი. კარგად ამოურიეთ, შემდეგ ფქვილიც დაუმატეთ და კვლავ ამოურიეთ. ტაფა კარგად გააცხელეთ, ცოტა ზეთი დაასხით და ყაბაყის ბლინები გამოაცხვეთ. მაიონეზს დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ. დაიწყეთ „ტორტის“ აწყობა: ყაბაყის ბლინზე გადაანაწილეთ მაიონეზი, თავზე პამიდვრის ნაჭრები მოალაგეთ, შემდეგ ისევ ყაბაყის ბლინი, მაიონეზი, პამიდორი... გემრიელად მიირთვით!