ქათმის ფილე დაჭერით, მარილი და პილპილი მოაყარეთ და ცოტა ზეთში შეწვით. ლორი და პამიდორი დაჭერით. ქათმის ფილეს დაუმატეთ ლორი და ერთად შეწვით რამდენიმე წუთით. სოუსის ყველა ინგრედიენეტი შეურიეთ ერთმანეთს. ბოლოს სალათის ინგრედიენტები ერთ დიდ ჯამში მოათავსეთ, თავზე სოუსი მოასხით. გემრიელად მიირთვით!