ფქვილს დაუმატეთ შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი, მარილი და მწიკვი ვანილი. ამოურიეთ. დაუმატეთ რძე და ზეთი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოსაცხობ ფორმაში (18 სმ დიამეტრი) პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ, ცხიმი წაუსვით და ცომი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 45 წუთით. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, რძე დაუმატეთ და კარგად მოურიეთ. გადაასხით ნამცხვარს და ქოქოსით მორთეთ. გემრიელად მიირთვით!