შეარჩიეთ ხარისხიანი, კარგი შოკოლადი, 70% კაკაოს შემცველობით.წვრილად დაჭერით შოკოლადი.გააცხელეთ ნაღები, ჩაამატეთ შოკოლადი და კარაქი. დატოვეთ რამდენიომე წუთი, რომ შოკოლადი მთლიანად გადნეს, დრო და დრო ამოურიეთ. ჩაამატეთ ცოტაოდენო მარილი და დაფქული ჩილი. ეს მეტ პიკანტურობას და არომატს შესძენს შოკოლადს. კარგად აურიეთ, რომ ერთგავროვანი მასა მიიღოთ. თუ გსურთ, ცოტაოდენი ალკოჰოლიც დაამატეთ, მაგალითად 1 კოვზი ვისკი, კონიაკი, რომი... შედგით მაცივარში მინიმუმ 2-3 საათით. თხილი მოხალეთ და დაფქვთი. ჩაყარეთ ჯამში. მეორე ჯამში კაკაო მოათავსეთ.სპეციალური ან ჩაის კოვზის დახმარებით შოკოლადის განაშისგან პატარა ბურთულები გააკეთეთ. ნაწილი კაკაოში ამოავლეთ, ნაწილი კი დაფქულ თხილში. მირთმევამდე მაცივარში შეინახეთ.