კარაქში მოვთუშოთ ხახვი, ნიორი, ყაბაყი და დავასხათ წყალი ისე, რომ ყაბაყი დაფაროს. 10 წთ ვხარშოთ, გადავიტანოთ ბლენდერში (წყალი მთლიანად არ გადაგვაქვს, ძალიან რომ არ გათხელდეს), კარგად დავაბლანდეროთ, დავაბრუნოთ ქვაბში, დავუმატოთ ნაღები და მარილი. 2 წუთში წვნიანი მზად არის. სოუსის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ. მჭადის ცომი უნდა იყოს ძალიან თხელი და ცხელ ტაფაზე ზეთში შევწვათ.