ტარხუნის პიურეს მომზადებისთვის: ერთი ცალი ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ კარაქში, ოქროსფერი რომ მიიღოს. ტარხუნა გავრეცხოთ, განვათავისუფლოთ ღერისგან. გარეცხილი და გასუფთავებული 300 გრამი ტარხუნა დავამატოთ მოხრაკულ ხახვს და 3-5 წუთი მოვთუშოთ. შემდეგ ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ. კარამლიზირებული ტარხუნის (ტარხუნის მურაბის) მომზადებისთვის 200 გრ. შაქარში დავამატოთ 100 მლ. წყალი და ავადუღოთ 10 წუთით. სიროფი რომ ოდნავ დასქელდება, გარეცხილი, უხეში ღეროებისგან განთავისუფლებული ტარხუნა ჩავყაროთ მდუღარე სიროფში, ავადუღოთ 15-20 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ უკვე კარამილიზირებული ტარხუნა (ტარხუნას მურაბა) და ერთმანეთისგან განცალკვავებულად დავალაგოთ თეფშზე, რომ გაცივდეს. კარამილიზირებული ნუშის მომზადებისთვის: ტაფაზე ცოტა კარაქში მოვხრაკოთ ნუში 1 წუთი, შემდეგ დავამატოთ კარამილიზირებული ტარხუნის რედუქცია (ტარხუნის მურაბის წვენი), რამდენიმე წუთით ტაფაზე გავაჩეროთ და გადავდგათ. ორაგული დავჭრათ ორ პატარა ნაწილად. შევწვათ ტაფაზე პერგამენტის ქაღალდის გამოყენებით. სერვირება: ფორმის მეშვეობით ტარხუნის პიურე დავდოთ. პიურეზე ზემოდან დავაწყოთ კარამილიზირებული ტარხუნა, შემდეგ დავდოთ ორაგულის ნაჭერი და ისევ ზემოდან კარამილიზირებული ტარხუნა (რამდენიმე ცალი, რომ მთლიანად არ დაიფაროს ორაგულის ნაჭერი). დავადოთ რამდენიმე ცალი ტარხუნის რედუქცით კარამილიზირებული ნუშიც.