გავადნოთ კარაქი, შევურიოთ ფქვილი და სახამებელი, შევასქელოთ ცეცხლზე. გადმოვდგათ და შევურიოთ კვერცხის გული (კარგად გავხსნათ). ავადუღოთ რძე და ნელ-ნელა შევიყვანოთ ცომის მასაში. დავადგათ ცეცხლზე და შევასქელოთ ეს ბეშემელი. გამზადებულ შესქელებულ მასას შევურით ყველი, კარგად მოვურიოთ და მოწალული, წვრილად დაჭრილი ტარხუნა დავამატოთ. კვერცხის ცილას დავამატოთ მარილი, ეს მასა ცალკე ავთქვიფოთ და ორ-სამ ნაწილად ფრთხილად (ხის კოვზით) გადავურიოთ ცომის მასაში. ფორმას წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 12 წუთით 180 გრადუსზე. წიწაკა ტარხუნის შიგთავსით: გამოვშიგნოთ მწარე მწვანე წიწაკა. ტარხუნა დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა და ეს მასა ჩავტენოთ მწარე წიწაკაში. წიწაკა ტარხუნის შიგთავსით ამოვავლოთ სახამებელში, ჩავაგდოთ 150 გრადუსზე გაცხელებულ ზეთში და 20 წამში ამოვიღოთ. სოუსი: არაჟანი ავთქვიფოთ მიქსერით, ტარხუნა და პომიდორი დავაბლენდეროთ და გავურიოთ ათქვეფილ არაჟანს, დავუმატოთ ლიმონის წვენი და გადავურიოთ ხელის სადღვებით.