ქვაბში ჩაასხი ნაღები და ჩაყარე სუნელები, გააღვივე ჟელატინი წყალში და ჩაუშვი ნაღებში რომ გადნეს. მანამდე ჯამში გათქვიფე მაწონი, ჩაასხი შესქელებული რძე და შემდეგ ნელ-ნელა ნაღები. გემო გასინჯე და დაამატე სუნელები თუ აკლია. ჩაასხი ჭიქებში და შედგი საყინულეში. დაიწყე ცომის მომზადება. გაადნე კარაქი და თაფლი ქვაბში, დააყარე ფქვილის ნახევარი სუნელებთან ერთად, გადაურიე და შემდეგ მეორე ნაწილი ფქვილი, არაჟანთან ერთად. გაჭერი კაკალი თხლად, დააბურთავე ცომი და შესვი გამოსაცხობად. მოიმზადე შაქრის პუდრა და ლიმონი გლეიზისთვის. პარალელურად დაადგი შაქარი და ოდნავ წყალი კარამელისთვის, მოხალე თხილი და რომ შეყავისფერდება, ჩაუშვი სიროფში და გადმოიტანე საცხობ ქაღალდზე. გააცივე და გადაკეპე. რომ გამოცხვება ორცხობილა და გაგრილდება, მოასხი თავზე გლეიზი, გამოიღე პანაკოტა და მოაყარე გოზინაყი და დაასერვირე დაფაზე.