შეურიოთ ალუბლის წვენი კარაქს და შაქარს და ავადუღოთ. როგორც კი ადუღდება, გადმოვდგათ ქურიდან.დაუმატოთ ფქვილი და წამოვადუღოთ. ვურიოთ ხის კოვზით. გადავიტანოთ ცომი სამუშაო ზედაპირზე და მსუბუქად მოვზილოთ 2 წუთის განმავლობაში. მივცეთ სწორი ფორმა. უმჯობესია ვიმუშაოთ ცივ ცომთან, ხელზე რომ არ მიგვეკროს და არ დაიხეს. ამარენას ალუბალი: ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, მივიყვანოთ ადუღებამდე და მაშინვე გადმოვდგათ. დავტოვოთ ალუბალი მარინაციისთვის და გავაციოთ. ხაჭოს გულსართი: ყველა ინგრედიენტი კარგად აურიოდ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თაფლის ხიზილალა ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, მივიყვანოთ ადუღებამდე და 1-2 წთ ვადუღოთ, რომ აგარ-აგარი გაიხსნას და დაიწყოს გასქელება. მიღებული მასა გავწუროთ წვრილ საცერში და გავავსოთ ამ სითხით კულინარიული შპრიცი ან პიპეტი. 15 სმ მანძილიდან ჩავაწვეთოთ ეს სითხე ღრმა ჯამში, რომელშიც -5,5ც გრადუსამდე გაციებული მცენარეული ზეთია. ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ზეთი სათანადოდ არ არის გაციებული, ხიზილალას წვეთები გაიშლება და ჩვენთვის სასურველ ფორმას ვერ მივიღებთ. ოპტიმალური ტემპერატურა მარცვლების ფორმირებისთვის -5,5 გრადუსია. გავწუროთ ზეთი წვრილ საცერში. საცერში დარჩება ხიზილალას მარცვლები. ფრთხილად გავრეცხოთ ცივი წყლით, რათა ზეთის გემო მოვაშოროთ. დაუბრუნდეთ ვარენიკებს: გავაბრტყელოთ ცომი თხლად და გამოვჭრათ რგოლები, დაახლოებით 7 სმ დიამეტრის. დავდოთ 1ჩ.კ.ხაჭო და1 ალუბალი, მოვუკრათ პირი. მოვხარშოთ ვარენიკები მარილწყალში 2-3 წუთის განმავლობაში. გავადნოთ კარაქი ტაფაზე, დაუმატოთ ლერწმის შაქარი და გადმოვიტანოთ მოხარშული ვარენიკები ამ სოუსში.