გარჩეული და მოხალული მზესუმზირა და მიწისთხილი საფქვავში ან ჩოპერში დააქუცმაცეთ. დაუმატეთ 2-3 სკ თაფლი და კოვზით კარგად მოურიეთ. მიეცით სასურველი ფორმა, გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. შეგიძლიათ, მთელი მზესუმზირის მარცვლებიც დაუმატოთ. ასევე, შეგიძლიათ, ხალვა მაფინების ან სხვა ფორმებში გადაანაწილოთ და ისე გააგრილოთ.