პური დაჭერით კუბებად. ტაფა დაბალ ცეცხლზე დადგით და პურის ნაჭრები გადაიტანეთ. გამუდმებით ურიეთ, სანამ პური კარგად არ გაიხუხება. მოყავისფრო ფერს რომ მიიღებს, ჯამში გადაიტანეთ. ტაფაზე დაყარეთ შაქარი და წყალი დაასხით. არ მოურიოთ. დუღილს რომ დაიწყებს და მთელი ტაფის ზედაპირს დაიკავებს, დაამატეთ კარაქი. კარაქიც რომ გადნება, რძე დაუმატეთ და ხის კოვზით მოურიეთ. სოუსი ოქროსფერს რომ მიიღებს, დაუმატეთ პურის ნაჭრები და მოურიეთ. შემდეგ ნაჭრები პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ (ეცადეთ, ერთმანეთისგან განაცალკევოთ). გააგრილეთ და მიირთვით.