ცომი დაჭერით 1-1.5 სიგანის ჩხირებად. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 12-15 წუთით. კრემის მოსამზადებლად კარგად გათქვიფეთ ნაღები. რომ გასქელდება, შედედებული რძე შეათქვიფეთ. ცელოფანჩაფენილი ფორმის (ჩვენთან 30 X 10 სმ) ზედაპირი კრემით დაფარეთ, ჩააწყვეთ ჩხირები, თავზე კრემი გადაუსვით და ა.შ. (2 ც ჩხირი მოიტოვეთ, რომელსაც დაფშვნით და მოსართავად გამოიყენებთ). გაითვალისწინეთ, ბოლო ფენა აუცილებლად კრემის უნდა იყოს. თავზე ცელოფანი გადააფარეთ და მთელი ღამით მაცივარში მოათავსეთ. მეორე დღეს ფორმიდან გადაიღეთ და ფენოვანი ჩხირების ნაფშვენებით მორთეთ. გემრიელად მიირთვით!