ყველაფერს ფარშის მომზადებით ვიწყებთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ღორის ან საქონლის ხორცის ფარში. ფარშს დაუმატეთ მარილი და პილპილი, სანელებლები კი თქვენი გემოვნებით. ამ მასას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კამა - სწორედ ეს არის ამ კატლეტების გემოს საიდუმლო. დაალბეთ პური რძეში ან წყალში, გაწურეთ, დაუმატეთ ფარშს და კარგად აურიეთ. შემდეგ ვამატებთ კვერცხს და მასაც კარგად ვურევთ მასაში. მიეცით ფარშს პატარა მრგვალი ფორმები და განათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. პომიდორი, წიწაკა და ყველი დაჭერით თხელ ნაჭრებად. განათავსეთ ეს ყველაფერი ფარშის ფორმებზე შემდეგი თანმიმდევრობით: კეტჩუპი, ხახვი, მაიონეზი, პომიდორი, მაიონეზი, ისევ ყველი. ბულგარული წიწაკა მრგვალ ფორმაზე უნდა იყოს დაჭრილი, რათა ეს ყველაფერი მასში მოთავსდეს (როგორც ფოტოზეა მოცემული). ახლა კი შედგით ღუმელში 30 წუთით და კატლეტები მზადაა! შეგიძლიათ, სხვა დროს დაამატოთ სოკო, ყაბაყი ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი.