ლაზანიას გამარტივებული რეცეპტი განსაკუთრებული სოუსით
ლაზანიას გამარტივებული რეცეპტი განსაკუთრებული სოუსით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თეთრი კომბოსტო - 8 ფურცელი
  • საქონლის და ღორის შერეული ფარში - 400 გ
  • მოხარშული ბრინჯი - 100 გ
  • მაგარი ტიპის ყველი - 100 გ
  • ხახვი - 2 ცალი (მოზრდილი)
  • სტაფილო - 2 ცალი
  • რძე - 300 მლ
  • ტომატ-პასტა - 2 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • კარაქი - 1 ს/კ
  • ფქვილი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

ადუღებულ წყალში მოათავსეთ კომბოსტოს ფურცლები, გააჩერეთ 5 წუთი, ამოიღეთ და გააგრილეთ. გახეხეთ ყველი, შეურიეთ ბრინჯი ფარშით. დაჭრილი ხახვი და სტაფილო შეწვით ერთად, დაუმატეთ ტომატ-პასტა, მარილი და პილპილი.

დავიწყოთ ბეშამელის სოუსის მომზადება.

მოათავსეთ კარაქი ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ კარგად. ნელ-ნელა დაუმატეთ რძეც. ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. 3-5 წუთის შემდეგ სოუსი გასქელდება. დაუმატეთ მარილი, პილპილი და მწიკვი მუსკატის კაკალი.

 

 

საცხობ ფორმას წაუსვით სოუსი და გადაანაწილეთ კომბოსტოს ფურცლები. შემდეგი ფენა არის ფარშის, შემდეგ ბოსტნეულის, სოუსისა დაისევ კომბოსტოს ფურცლების.ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გაიმეორეთ ეს ფენები ინგრედიენტების ამოწურვამდე.

 

 

შედგით ღუმელში 170 გრადუსზე, დაგჭირდებათ დაახლოებით 50 წუთი.

 

ლაზანია

 

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ლაზანია ნანახია: 206