კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი და გათეთრებამდე ათქვიფეთ, ბოლოს ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი (სილიკონის ან ხის კოვზი გამოიყენეთ). ფრთხილად ამოურიეთ. ცომი კარგად გადაანაწილეთ ორივე ფორმაში (მრგვალი ფორმისთვის უფრო ცოტა დაგჭირდებათ, დაახლოებით, მესამედი) და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 15-20 წუთით. ბისკვიტები რომ გამაგრდება, ფორმიდან ამოიღეთ. ვამზადებთ რულეტს. დიდ ლანგარზე გამომცხვარ ბისკვიტზე გადაანაწილეთ ჟოლოს ჯემი და ფრთხილად გადაახვიეთ. რულეტი სამზარეულოს ცელოფანში გაახვიეთ და 2-3 საათით მაცივარში მოათავსეთ. ვამზადებთ კრემ-მუსს. ჟოლოს პიურეს (დაბლენდერებული ჟოლო, მარწყვიც შეიძლება) დაუმატეთ შაქარი და თეთრი შოკოლადი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ. შემდეგ წყალში გახსნილი ჟელატინი შეურიეთ და დააბლენდერეთ. ბოლოს შეათქვიფეთ ხაჭო. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. აიღეთ ჯამი, რომელშიც ტორტს ააწყობთ. ჩაუფინეთ სამზარეულოს ცელოფანი. მაცივრიდან გამოიღეთ რულეტი და 1 სმ სიგანის ნაჭრებად დაჭერით. ნაჭრები ფორმაში ჩააწყვეთ ისე, რომ მთელი ჯამი დაიფაროს. კრემ-მუსს არაჟანი დაუმატეთ და დააბლენდერეთ. კარგად ამოიყვანეთ ნაღები და დაუმატეთ კრემს. დავუბრუნდეთ რულეტიან ჯამს. ერთმანეთის მიყოლებით დაასხით კემ-მუსი და ჟოლო. შუამდე რომ გაივსება, დარჩენილი რულეტის ნაჭრები დააწყვეთ, შემდეგ ისევ კრემი, შემდეგ ისევ - ჟოლო და ა.შ. ბოლოს მრგვალი ბისკვიტი დაადეთ თავზე, სამზარეულოს ცელოფანი მჭიდროდ გადააფარეთ და 6-8 საათით (ან მთელი ღამით) მაცივარში გააჩერეთ. ფრთხილად ამოიღეთ ჯამიდან და დაჭერით. გემრიელად მიირთვით!