შოკოლადის ღვთაებრივად გემრიელი ნამცხვარი
შოკოლადის ღვთაებრივად გემრიელი ნამცხვარი
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
დესერტი მათთვის, ვისაც შოკოლადი უყვარს და ამასთანავე მარტივ რეცეპტებს ანიჭებს უპირატესობას

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 6
  • რძე - 250 მლ
  • კაკაო - 50 გ
  • კარაქი - 125 გ
  • შაქარი - 200 გ
  • შოკოლადი - 200 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
160 გრადუსზე გავახუროთ ღუმელი.
გავადნოთ ორთქლზე შოკოლადი და კარაქი. დავამატოთ რძე და ავურიოთ.
შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო, შემდეგ დავამატოთ შოკოლადის მასას.
შემდეგ დავამატოთ კვერცხი და შაქარი. მივიღებთ არაჟნის სისქის ცომს.
ფორმას მოვუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. ცომი ორჯერ მოიმატებს , ამიტომ სწორი ზომის ფორმა შევარჩიოთ. 
ვაცხოთ 45-50 წუთი. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, ცოტა გავაგრილოთ და მოვასხათ შოკოლადის მინანქარი, თუმცა მის გარეშეც გემრიელია.
ტეგები:
კვერცხი კაკაო შოკოლადი კარაქი ნანახია: 37444