შაქარს დაუმატეთ ზეთი, ძმარი და მდუღარე წყალი. სწრაფად გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ყავა, მარილი, ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გათქვიფეთ. მიღებული ცომი გადაანაწილეთ 2 (20 სმ დიამეტრის) ფორმაში (წინასწარ ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, გვერდებზე კი ცხიმი წაუსვით) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით. კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ კაკაო და გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ვანილი და რძე. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, შაქრის პუდრაც დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ. სქელი კრემი უნდა მიიღოთ. გამომცხვარ და გაგრილებული ბისკვიტების ზედაპირი გადაასწორეთ (ზედმეტი თავი მოაჭერით) და დაკრემეთ. გემრიელად მიირთვით!