ხახვი დაჭერით და ბლენდერში ან ჩოპერში დააქუცმაცეთ. დაუმატეთ ზეთი, ყველი და კვლავ დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ჯამში, მარილი დაუმატეთ და ამოურიეთ (ფერის მისაცემად 0,5 ჩკ კურკუმას დამატებაც შეგიძლიათ). ბოლოს ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ცომი კარგად გააბრტყელეთ და რულეტივით გადაახვიეთ. დაჭერით 5მმ სიგანის ნაჭრებად, გადაიტანეთ ლანგარზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.