ალუბალს დააცალეთ ყუნწები და კურკა გამოაცალეთ. გაითვალისწინეთ, რომ 1 კგ-ს უკვე კურკაგამოცლილი ალუბალი უნდა იწონიდეს. გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და ხელის ბლენდერით კარგად დააბლენდერეთ. დაახლოებით 100 მლ მეორე, პატარა ქვაბში გადაიტანეთ და აგარ-აგარი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ. ალუბლიანი ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე. დუღილს რომ დაიწყებს, 5 წთ ადუღეთ. პერიოდულად ქაფი მოაშორეთ. 5 წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით. აგარ-აგარიანი ალუბალი დაბალ ცეცხლზე დადგით და სისტემატიურად ურიეთ. თუ ძალიან კარგად შეიკვრება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, ე.ი. აგარ-აგარი უკვე კარგად გააქტიურდა. შემდეგ დაუმატეთ 100 მლ წყალი და კარგად ამოურიეთ, ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ალუბლიან მასას დაუმატეთ, კვლავ ცეცხლზე შემოდგით და საშუალ ცეცხლზე გააჩერეთ. ადუღების შემდეგ კიდევ 5 წთ ხარშეთ. პერიოდულად ამოურიეთ. ცხელი ჯემი გასტერილებულ ქილებში ჩაასხით, თავი დააფარეთ, ამოატრიალეთ და თბილად შეფუთეთ.