კრემის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი (შოკოლადის გარდა) კარგად დააბლენდერეთ. შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ და სილიკონის ან ხის კოვზით შეურიეთ ხაჭოს კრემს. აქვე გთავაზობთ ფხვიერი ცომის რეცეპტს: ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი, კვერცხის გული და ცივი კარაქი. მოზილეთ ცომი. ცომი გაყავით ორ ნაწილად, შეახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით. ფორმაში (20 სმ დიამეტრი) ცომის ერთი ნაწილიჩახეხეთ, ხელიდან მსუბუქად დატკპნეთ, ზედაპირი გადაასწორეთ და კრემი გადაიტანეთ. ცომის მეორე ნაწილი თავზე დაახეხეთ და 170 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!