შვრიის ფანტელი დაფქვით, შედეგად შვრიის ფქვილს მიიღებთ და მისი ცალკე ყიდვა აღარ დაგჭირდებათ. შვრიის ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი, ვანილი და კაკაო. კარგად ამოურიეთ. მეორე ჯამში კვერცხს დაუმატეთ ზეთი, თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი, იოგურტი ან მაწონი, კარგად გათქვიფეთ, ეს ყველაფერი მშრალ ინგრედიენტებს დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ. აიღეთ დონატების ან მაფინის ფორმები. შიგ გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 8-10 წუთის განმავლობაში. მინანქრის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და შიგ ამოავლეთ გაგრილებული დონატები. ჯანსაღი და გემრიელი დონატები მზად არის!