ქათმის ფილე კუბებად დაჭერით. შუაში 6-7 ც სპაგეტი გაუყარეთ, როგორც ფოტოზეა (მწვადივით ააცვით) ხახვი დაჭერით, ქვაბში ზეთი ჩაასხით და ხახვი მოთუშეთ. შავი პილპილი, ბაზილიკი და ტკბილი პაპრიკა დაუმატეთ. ხახვი რომ თითქმის მოითუშება, დაუმატეთ პამიდორი თავისსავე წვენში (ცოცხალი ან დაკონსერვებული). დაასხით წყლი და რამდენიმე წუთს ადუღეთ. შემდეგ ქვაბში გადატანეთ ხორციანი სპაგეტი, თავი დაახურეთ და 5 წუთით საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. ხორცი და სპაგეტი რომ მოიხარეშება, მზად არის. გემრიელად მიირთვით!