კონსერვირებული სიმინდი 1,5 ქილა თავის წვენში მოვთუშოთ საშუალო ზომის ქვაბში, დავამატოთ მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი. ცალკე გავტეხოთ 2 კვერცხი, გამოვიყენოთ გული, დავამატოთ პილპილი და ზეითუნის ზეთი. წყლის აბაზანაზე ავთქვიფოთ, მოთუშული სიმინდი და კვერცხის გულები გადავასხათ ბლენდერში. დავამატოთ 1,5 კბილი ნიორი, დავაბლენდეროთ,. მოვხარშოთ ერთი კვერცხი პაშოტი, მჟავე კიტრი წვრილად დავჭრათ, როგორც თივა, საცხობ ფირფიტაზე დავალაგოთ, წავუსვათ ზეთი, 180 გრადუსზე 7-8 წუთით შევდგათ ღუმელში. გამზადებული სუპ-პიურე დავასხათ ღრმა თეფშში, ზემოდან ჩავდოთ პაშოტის კვერცხი და მოვაყაროთ კიტრის თივა.