მარწყვის ჯემისთვის: ჯამში წამოვადუღოთ მარწყვი შაქართან ერთად და ვადუღოთ დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ გადავიღოთ საწურზე და გავატაროთ. მიქსერით ამოვიყვანოთ ნაღები და შევურიოთ უკვე გაციებულ მარწყვის ჯემს. მერენგისთვის: ავიღოთ კვერცხის ცილა 150 გრ, მოვათავსოთ ჯამში და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, გავაცხელოთ 60–63 გრადუსამდე, თან მუდმივად ვთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ გადმოვდგათ აბაზანიდან, თან ვთქვიფოთ გაციებამდე. ტარტისათვის: ფქვილი, შაქარი და ზეთი შევურიოთ ერთმანეთს კარგად, მოვზილოთ ცომი, მოვათავსოთ ყალიბში და ხელით გავაბრტყელოთ. შემდეგ შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით. გამომცხვარ და შემდეგ გაციებულ ტარტზე ჩავასხათ მარწყვის კრემი და ზემოდან საკონდიტრო ტომარის დახმარებით მოვასხათ მერენგა.