ფარში და კრემ-ყველი კარგად ავურიოთ, დაუმატოთ მარილი და პილპილი. გავაკეთოთ ბურთულები დაახლოებით თითო 45გრ. მოვხარშოთ ეს ბურთულები, გადავიტანოთ ხელსახოცზე, რათა ზედმეტი სითხე შევაშროთ. გავადნოთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, ჩავაწყოთ ბურთულები გამდნარ შოკოლადში ისე, რომ სულ დაიფაროს, ფრთხილად გადავიტანოთ ბურთულები პერგამენტზე ჩანგლით და დავტოვოთ გაცივებამდე. ავურიოთ კრემის ინგრედიენტები და ავთქვიფოთ მიქსერით სქელი არაჟნის კონსისტენციამდე. უკეთესია ამის გაკეთება ყინულიან ჯამში. მასა უკეთ და უფრო სწრაფად აითქვიფება და არ აიჭრება. შოკოლადის მუსის მომზადება: ავთქვიფოთ ნაღები მწიკვ მარილთან ერთად, გამაგრებამდე. დავამატოთ გაცივებული შოკოლადი და ფრთხილად ამოვურიოთ სილიკონის კოვზით ქვემოდან ზევით. კარამელის ქსელის მომზადება: შაქარი და ლიმონის წვენი გავაცხელოთ ტაფაზე ოქროს ფერის მიღებამდე, გადმოვდგათ და დაველოდოთ, რომ შეგრილდეს. ჩანგალს ან ხელის სათქვეფს ჩავაწობთ კარამელში, როდესაც აღარ ჩამოწვეთავს და დაიწყებს გაწელვას, დავიწყებთ სწრაფი მოძრაობით დატანას ჩანგლებზე. ჩანგლებს წინასწარ ვუსვამთ ზეთს, რომ ადვილად მოშორდეს კარამელი. ვაცლით სწრაფად ამ ქსელს და სწრაფადვე და აკურატულად ვაძლევთ ბურთის ფორმას. ბოლოს ყველაფერი უნდა გავერთიანოთ თეფშზე - ხორცი შოკოლადიანი კრემით და ზემოდან ან გვერდზე მოვათავსოთ კარამელის ქსელი.