ცომი: კანოლის ცომი უნდა იყოს ხრაშუნა და ოქროსფერი. ვიღებთ თასს,სადაც ვაკეთებთ ცომს ფქვილის, შაქრის ფხვნილის, კვერცხისა და ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქისგან. მოათავსეთ გაზქურაზე ქვაბი და გააცხელეთ 1 ლ ზეთი. სანამ ზეთი გაცხელდება, გავაბრტყელოთ ცომი რაც შეიძლება თხლად და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. შემდეგ ცომის თხელი ნაჭრები გადავახვიოთ ზეთწასმულ საკონდიტრო მეტალის მილებზე, ხოლო ცომის კიდეებს წავუსვათ კვერცხის ცილა (საკონდიტრო მილები თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ხელით გადაახვიოთ და კვერცხის ცილა წაუსვათ, რომ ცომის პირები არ გაიხსნას). ჩავდოთ ზეთში. როგორც კი დაიბრაწება ამოვიღოთ და დავდოთ ქაღალზე რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. გავაციოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ფრთხილად მოვხსნათ გამომცხვარი ცომი მეტალის ფორმიდან. მასკარპონეს კრემი: დავიწყოთ კრემის მომზადება. პირველ რიგში, ვაკეთებთ გოგლი-მოგლს, შემდეგ ვანილი, ცოტა ნუშის ლიქიორი, მასკარპონეს კრემი, ლაიმის და ლიმონის ცედრა. მომზადებული კრემი აუცლებლად შეინახეთ მაცივარში. ბოლოს გაციებულ კრემს ვასხამთ კანოლის ხრაშუნა ფორმებში. ვაყრით ფისტას და შაქრის ფხვნილს. გემრიელად მიირთვიით!