ქათმის ბარკლები ჩავყაროთ ცივ წყალში, დავამატოთ ცოტა მარილი, დაველოდოთ ადუღებას, მოვხსნათ ქაფი, 35-40 წუთი ვხარშოთ, სანამ არ გამოვა ცხიმიანი ბულიონი. სანამ ბულიონი მზადდება, გავაცხელოთ ღრმა სქელძირიანი თაფა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და 40გრ ქარაქი. წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი და დავყაროთ ტაფაზე, დავიწყოთ მოშუშვა, სანამ არ მივიღებთ ოქროსფერს. ამასობაში 2 ლაიმს გავაცალოთ ცედრა საცერით და გამოვწუროთ წვენი. მოშუშულ ხახვსა და ნიორში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ბარკლის ხორცი კანის და ძვლების გარეშე, 2-3 წუთი ვთუშოთ და შემდეგ დავასხათ ღვინო, ვაცადოთ, სანამ აორთქლდება ალკოჰოლი. ბრინჯი ერთი კოვზი, ერთი კოვზი ბულიონი, და ესე ვიმეორებთ, ბულიონს არ ვამატებთ სანამ წინა კოვზი არ შეიწოვება ბრინჯით. როცა მასა მზად იქნება, მიაქციეთ ყურადღება, სისქელეს, უნდა იყოს ფაფისებრი სტრუქტურა, კარგად იშლებოდეს და წვენსაც ინახავდეს, ვსინჯავთ მარილზე და საჭიროებისამებრ ვამატებთ. გავხეხოთ პარმეზანი წვრილ სახეხზე. დაწურული ლაიმის წვენი შევურიოთ რიზოტოს მასას, დავამატოთ ცედრის ნახევარი, ყველი და დარჩენილი კარაქი. კარგად შევურიოთ, ბოლოს დავამატოთ დარჩენილი ცედრა.