გავაღვივოთ საფუარი, ნელთბილ წყალში (110 მლ) გავხსნათ შაქარი და დავამატოთ 4 გრ საფუარი. როდესაც საფუარი ოდნავ ამოფუვდება, ცალკე ჯამში ჩავყაროთ ფქვილი და დავამატოთ მარილი, დავასხათ საფუვრიანი მასა და ვზილოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაშ. შემდეგ დავტოვოთ ცომი თბილ ადგილას და დავაცადოთ 40 წუთი. სანამ ცომი ფუვდება მოვამზადოთ პესტოს სოუსი. ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ბლენდერში და კარგად დავაბლენდეროთ. ამის შემდეგ ცომი, რომელიც ამოფუვდება, ერთხელ გადავზილოთ და მრგვალი ფორმები მივცეთ. დავაცადოთ 10 წუთი და შევდგათ უკვე ღუმელში, დაახლოებით 20 წუთით 180-190 გრადუსზე. როდესაც პურიც მომზადდება, შეგიძლიათ დაელოდოთ გაგრილებას და გაჭრათ შუაზე, წაუსვათ პესტოს სოუსი და სურვილისამებრ გააფორმოთ ფერადი ჩერი პომიდვრებით.