ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვაზის ფოთლები - საჭიროების მიხედვით
  • მარილი და პილპილი
  • მწვანილი
  • ხახვი - 1
  • საქონლის ან შერეული ფარში - 500 გ
  • ბრინჯი - 100-150 გ
მომზადების წესები
ბრინჯი მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაციოთ.
ფარშს შევურიოთ ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, მწვანილი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ.

თუ ვაზის ფოთლები ნედლია, აუცილებლად მოვწალოთ 1-2 წუთი მდუღარე წყალში. თუ დამარილებულია, 1-2 საათით დავალბოთ ცივ წყალში.

ფოთოლზე დავდოთ ფარში და გადავახვიოთ. ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ან წყალში გახსნილი ტომატ -პასტა. ვხარშოთ 30-40 წუთი, ხორცის მომზადებამდე.
მივირთვათ არაჟნის ან მაწვნის სოუსით
ტეგები:
ფარში ტოლმა ვაზის ფოთოლი ნანახია: 48337