მანის ბურღულს დაუმატეთ მარილი, შაქარი, ფქვილი, საფუარი, ვანილი. კარგად ამოურიეთ და თბილი წყალი (დაახლ.40 გრად.) დაუმატეთ. რომ ამოურევთ, კარგად დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ (დაახლოებით, 3-5 წთ დაგჭირდებათ). შემდეგ თავზე ჩაის ტილო გადააფარეთ და 14-15 წუთი დაყოვნეთ. ამასობაში საფუარი გააქტიურდება. დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ძმარი და ამოურიეთ. ამ ბლინების ერთ-ერთი საიდუმლო იმაშია, რომ ისინი ცხელ ტაფაზე და ცხიმში არ ცხვება. დაასხით ტაფაზე ცომი და დაბალ ცეცხლზე გაჩერეთ, სანამ თავი არ მოუშრება. ამ ბლინებს მეორე მხარეს გადატრიალება არ სჭირდება. შემდეგ ცხელ ტაფაზე ძალიან ცივი წყალი მოასხით, გადააქციეთ და იმავე წესით გამოაცხვეთ ბლინები. ცივი წყლის დასხმა ტაფის გაგრილებისთვისაა საჭირო. შედეგად მიიღებთ ათასნასვრეტიან, ძალიან რბილ და ამავე დროს, მკვრივ ბლინებს. გემრიელად მიირთვით!